საჯარო შეტყობინება
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს სასამართლო შეტყობინებების საჯაროდ გავრცელების შესაძლებლობას.
საჯარო შეტყობინებით შესაძლოა გავრცელდეს სასამართლო უწყება, გადაწყვეტილება, განჩინება და გზავნილი მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გადაცემისა და მისთვის შესაგებლის წარმოსადგენად ვადის დანიშვნის შესახებ, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება.
საჯარო შეტყობინების განხორციელებიდან მე-7 დღეს სასამართლო შეტყობინება - უწყება, გადაწყვეტილება, განჩინება და გზავნილი მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გადაცემისა და მისთვის შესაგებლის წარმოსადგენად ვადის დანიშვნის შესახებ - მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, რასაც შესაბამისად მოჰყვება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგები.